ამერიკელი კომპოზიტორი სტივენ სონდჰაიმი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ცნობილი ამერიკელი კომპოზიტორი და პოეტი სტივენ სონდჰაიმი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. სონდჰაიმის შემოქმედებითი კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. ბროდვეიზე მისი 20-მდე მიუზიკლი დაიდგა.

საყოველთაო აღიარება კომპოზიტორს 1957 წელს დადგმულმა ლეგენდარულმა მიუზიკლმა „ვესტსაიდური ისტორია“ მოუტანა.

1961 წელს მიუზიკლის კინოვერსიაც გადაიღეს, რომელმაც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. სტივენ სონდჰაიმი თავისუფლების საპრეზიდენტო მედლის მფლობელია.

პრესტიჟული ჯილდო მას 2015 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გადასცა.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა