ექსკლუზივი: მიხეილ სააკაშვილის ციხეში წამების ფაქტზე უკრაინის პროკურატურა გამოძიებას იწყებს

სულ ნახვები : 8,606
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კიევის პეჩერსკის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ტეტიანა ოსტაპჩუკმა  უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი დაავალდებულა, რომ დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება უკრაინის მოქალაქის მ. სააკაშვილის წამების ფაქტზე.

სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში გამოცხადებისთანავე შევიდა და შესაბამისად, დაიწყო გამოძიებაც.

შეგახსენებთ: საქართველოს პენიტენციურ სისტემაში უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით სასამართლოს „უკრაინა-საქართველოს ფონდის“ თავმჯდომარე ლევან წითელაშვილმა მიმართა.

როგორც წითელაშვილმა CNews-ს განუცხადა, სასამართლოს მიმართა არა მხოლოდ როგორც ფონდის პრეზიდენტმა, არამედ, როგორც ფიზიკურმა პირმა.

„გადაწყვეტილება ძალაშია შესული. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ვალდებულია, დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის წარმოება უკრაინის მოქალაქის მ. სააკაშვილის წამების ფაქტზე“, - განაცხადა წითელაშვილმა.

წითელაშვილმა სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით 2021 წლის 15 ნოემბერს მიმართა.

  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა