იმედა კლდიაშვილმა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება დატოვა

სულ ნახვები : 290
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იმედა კლდიაშვილმა პარტია გირჩი - მეტი თავისუფლება დატოვა. ამის შესახებ ის თავის ფეისბუქგვერდზე წერს. თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში კლდიაშვილი ქუთაისის ვიცე-მერობის კანდიდატი იყო.

"ამ ადგილობრივი არჩევნების პერიოდში ბევრი რამ მოხდა, ბევრი რამ გავიგე ახალი და საკმარისი გამოცდილებაც მივიღე რომ რაღაც დასკვნები გამეკეთებინა.
ახლა ახალი ეტაპი იწყება - არჩევნების მერე პერიოდი. პირადად მე არჩევანი უნდა გამეკეთებინა გავაგრძელებდი თუ არა გირჩი მეტი თავისუფლების პოლიტიკოსად პოზიციონირებას და ზოგადად პარტიულ საქმიანობას.

  • პოლიტიკოსობას და ზოგადად პარტიულ საქმიანობას დიდი რესურსი ჭირდება, როგორც დროითი, ასევე ფინანსური რაც სამწუხაროდ ამ ეტაპზე მე არ მაქვს.
  • იყო აზრობრივი განსხვავებები, როგორ საარჩევნო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე როგორი უნდა იყოს განვითარების შემდეგი ეტაპები.

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ვტოვებ გირჩი - მეტი თავისუფლებას", - წერს კლდიაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა