ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენმდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორედ აირჩიეს

სულ ნახვები : 138
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ძალიან საამაყოა, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მეორე ვადით მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მადრიდში, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, ზურაბ პოლოლიკაშვილის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით დამტკიცების შემდგე.

ცნობისთვის:

ასამბლეის 24-ე სესიაზე 2021-2025 წლებში ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი მეორე ვადით დაამტკიცეს.

თურნავას თქმით, ზურაბ პოლოლიკაშვილის მეორე ვადით არჩევა,  ჩვენი ქვეყნისთვისაც ძლიერი გარანტიაა, რომ ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება გაგონილი ამ ორგანიზაციაში.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა, რადგან საუბარია ტურიზმზე, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგია. ამასთან, ჩვენთვის განსაკუთრებით საპატიოა, რომ ქართველმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა მოიპოვა ასეთი მაღალი ნდობა. ეს რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვისაც არის ძლიერი გარანტია, რომ ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება გაგონილი ამ ორგანიზაციაში“, - განაცხადა  თურნავამ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა