ოკუპირებულ აფხაზეთში „ჯანმოს“ ექსპერტები იმყოფებიან

სულ ნახვები : 144
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოკუპირებულ აფხაზეტში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები იმყოფებიან. ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. მთავრობა იტყობინება.

ვიზიტის მიზანი ადგილობრივ კლინიკებში არსებული სიტუაციის შესწავლა და მათთვის დახმარების აღმოჩენაა. საუბარია სოხუმის, გაგრის, გუდაუთის, გულრიფშის, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის კლინიკებზე. ინდივიდუალური დაცვის საშუალებებსა და ლაბორატორიული კვლევებისთვის საჭირო აღჭურვილობას ოკუპირებული რეგიონის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ლაბორატორიაც მიიღებს.

„ჯანმოს“ წარმომადგენლები ლაბორატორიის თანამშრომლებს მომავალში ტრენინგებსაც ჩაუტარებენ. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა