აფხაზ ვეტერანთა გაერთიანებული საბჭო რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდის

სულ ნახვები : 187
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„აფხაზ ვეტერანთა გაერთიანებული საბჭო“ დეფაქტო პრეზიდენტს აკრიტიკებს. მიზეზი 22 ნოემბერს ადგილობრივ ინტელიგენციასთან შეხვედრისას გაკეთებული განცხადება გახდა.

ასლან ბჟანიამ ღიად განაცხადა, რომ რუსეთთან მეტი ინტეგრაციაა საჭირო, რისთვისაც აფხაზეთს ნაწილობრივ სუვერენიტეტის დათმობა მოუწევს.

„მსგავსი განცხადებები ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რადგანაც ამით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შედეგები. ჩვენს თანამემამულეებს იმისთვის არ გაუწირავთ საკუთარი სიცოცხლე, რომ მათ, ვისაც არ უომია, ინტეგრაციის პროცესი დაიწყოს ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არანაირი ინტეგრაცია არ მოხდება,“- ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა