ბაიდენმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგია წარმოადგინა

სულ ნახვები : 140
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მსოფლიოში ახალი „ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია წარმოადგინა.

ჯოზეფ ბაიდენის გეგმა მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. შეერთებულ შტატებში ჩასვლის მსურველებს კოვიდტესტის გაკეთება გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე მოუწევთ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა აცრილები.

18 მარტამდე პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება თვითმფრინავებში, მატარებლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

დღეისათვის კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები ამერიკის 4 შტატშია დაფიქსირებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა