ავსტრიის ყოფილი კანცლერი ყველა პოლიტიკურ თანამდებობას ტოვებს

სულ ნახვები : 170
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ავსტრიის ყოფილი კანცლერი ყველა პოლიტიკურ თანამდებობას ტოვებს. გადაწყვეტილება სებასტიან კურცმა მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფონზე მიიღო. მას კორუფციაში სდებენ ბრალს.

როგორც კურცმა განაცხდა, ის სახალხო პარტიის ხელმძღვანელისა და საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის თანამდებობებს დატოვებს.

„10 წლიანი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე, როგორც ნებისმიერმა ადამიანმა, მეც დავუშვი შეცდომები, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი გამეკეთებინა ყველაფერი, რაც შემეძლო. შევეცდები ჩემს წინააღმდეგ არსებულ ბრალდებები გავაქარწყლო,“-აღნიშნა 35 წლის კურცმა, რომელიც ავსტრიული მედიის ცნობით სავარაუდოდ კერძო სექტორში მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმდება. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა