გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას კონსტრუქციულობას სთხოვს

სულ ნახვები : 197
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მინდა, ვთხოვო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომ კონსტრუქციულად იყვნენ ჩართული ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც იქნება მიღებული ამ წლების განმავლობაში,“ - განაცხადა დღეს, 3 დეკემბერს, თბილისის საკრებულოს ახალად არჩეულმა თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ.

შეგახსენებთ: დღეს, 3 დეკემბერს, ახალი მოწვევის საკრებულოები ყველა ქალაქში პირველ სხდომას მართავენ. ცოტა ხნის წინ, თბილისის საკრებულო ოპოზიციის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ოპოზიციის დეპუტატები ყველა ქალაქში ახალი საკრებულოს პირველ სხდომაზე ბათუმში გარდაცვლილი ენმ-ს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გამოსახულებიანი მაისურებით მივიდნენ.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. გულწრფელად, ძალიან დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ ერთობლივად თითოეულ თქვენგან ერთად შევძლებთ მომავალი 4 წლის განმავლობაში განვახორციელოთ ყველა ის საქმიანობა, რომელიც იქნება თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის სასიკეთო და ამაში ნამდვილად გვჭირდება ჩვენ ერთიანობა. ისევე როგორც უმრავლესობას, მე მინდა, რა თქმა უნდა, ვთხოვო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომ კონსტრუქციულად იყვნენ ჩართულები ყველა იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც იქნება მიღებული ამ წლების განმავლობაში. ძალიან დიდია პასუხისმგებლობა იყო თბილისის საკრებულოს წევრი, ატარო ეს მანდატი და ყველას გისურვებთ წარმარტებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის, მადლობა ყველას და წარმატებები!“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა