თეა წულუკიანი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელებს თავად დანიშნავს

სულ ნახვები : 225
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი“, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს, 3 დეკემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრი გეგმავს, რომ რამდენიმე თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი თვითონ დანიშნოს. 

მისივე თქმით, 20-ზე მეტ სამხატვრო ხელმძღვანელს იანვრიდან გასდის ვადა, მომდევნო კვირიდან შესაბამისი კონკურსები გამოცხადდება.

„მაგრამ აქვე გეტყვით, რომ მინისტრს აქვს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომ არ გამოაცხადოს კონკურსი და თავად დანიშნოს შეხედულებისამებრ სამხატვრო ხელმძღვანელი და მე ვაპირებ, რომ რამდენიმე თეატრის შემთხვევაში ეს დისკრეციული უფლებამოსილება გამოვიყენო", - განაცხადა წულუკიანმა.


Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა