რა ბედი ელის პარლამენტის წინ აღმართულ ჯვრის კონსტრუქციას - კალაძე განმარტებას აკეთებს

სულ ნახვები : 331
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ჯვრის კონსტრუქცია არ მოიხსნება" - დედაქალაქის მერის კახა კალაძის განმარტებით, საქართველოს პარლამენტის წინ აღმართული ჯვარი სამომავლოდ შეიცვლება პროექტით, რომელიც საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად განხორციელდება, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულთა სულების უკვდავყოფის მიზნით.

"ზოგადად, რუსთაველის გამზირს, ამ კონკრეტულ ადგილს ბევრი მძიმე დღე ახსოვს. შესაბამისად,  გაკეთდება პროექტი იმისთვის, რომ არასდროს დაგვავიწყდეს ეს დღეები და ეს ადამიანები. ეს კონსტრუქცია ჯერჯერობით იქნება, სანამ ახალი პროექტი განხორციელდება", - ამბობს კალაძე. 

შეგახსენებთ, რომ კონსტრუქცია მოძალადე ჰომოფობიურმა დაჯგუფებებმა პარლამენტის წინ, 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებისა და ჟურნალისტების ცემის შემდეგ აღმართეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა