ლაგოდეხში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

სულ ნახვები : 157
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლაგოდეხში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ ყარაჯალაში მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელმა თანასოფლელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ხელის და ფეხის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.  

ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

საქმეზე გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა
რეგიონი ► Მეტის ნახვა