რუსულ ლოკომოტივთან სათამაშოდ შავი ლომის შემადგენლობა ცნობილია

სულ ნახვები : 115
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

4 დეკემბერს შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასის მესამე თამაშს ლოკომოტივ პენზასთან გამართავს. ამ მატჩისთვის ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

შავი ლომი ლოკომოტივს პენზაში 23 ოქტომბერს ეთამაშა და ბონუსით, 27:11 დაამარცხა. მაშინ სასტარტო შემადგენლობაში არ იყვნენ და ახლა ძირითადში არიან ნიკოლოზ ხატიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, გიორგი პერტაია, ლაშა ჯაიანი, იოსებ გუშარაშვილი, ლაშა ლომიძე და სანდრო თოდუა. შავი ლომის მაისურით პირველ შეხვედრას ჩაატარებენ ნიკოლოზ ხატიაშვილი, ლაშა ჯაიანი, იოსებ გუშარაშვილი, ნიკა აბულაძე, სანდრო სვანიძე და გურამ ქანდაურაშვილი. სასიხარულოა, რომ მათი უმრავლესობა მოედანზე ტრავმის შემდეგ ბრუნდება.

„ძალიან ბევრი ტრავმირებული მორაგბე დაგვიბრუნდა ტრავმიდან და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, არის მსუბუქი ტრავმები და სრული რეაბილიტაციისთვის მათი დასვენება გადავწყვიტეთ. მერაბ შარიქაძემ ნაკრებში ორივე შეხვედრა მოტეხილი თითით ჩაატარა და ახლაც ითამაშებდა მწვრთნელებს მისი დასვენების გადაწყვეტილება რომ არ მიგვეღო. ასევე დაისვენებენ აკა ტაბუცაძე და შალვა მამუკაშვილი. სამწუხაროდ, ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო გიორგი ბეგაძემაც. თუმცა, ასეც რომ არ მომხდარიყო, შემადგენლობაში როტაცია მაინც იქნებოდა. მიმაჩნია, რომ მომავალ შეხვედრას კარგი შემადგენლობით, კარგად მომზადებული ვხვდებით.

შარიქაძის არყოფნაში გუნდს ლაშა ხმალაძე უკაპიტნებს, ასევე მოედანზე იქნება სანდრო თოდუა და გამოცდილების მხრივ პრობლემა არ გვექნება“, – განაცხადა შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

შავი ლომის შემადგენლობა: ლაშა ხმალაძე, მირიან მოდებაძე, დემე თაფლაძე, ლაშა ლომიძე, სანდრო თოდუა, გიორგი ბაბუნაშვილი, თენგიზ პერანიძე; ნიკოლოზ ხატიაშვილი, თენგიზ ზამთარაძე, გიორგი პერტაია, ნოდარ ჭეიშვილი, ლაშა ჯაიანი, იოსებ გუშარაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი, ლუკა ივანიშვილი;

მარქაფა: გოგა ხუროშვილი, გოგა ქადარია, ნიკა აბულაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, თორნიკე აქუბარდია, ლუკა მატკავა, სანდრო სვანიძე, გურამ ქანდაურაშვილი.

შავი ლომისა და ლოკომოტივის მატჩი "ავჭალის" სტადიონზე 4 დეკემბერს 16:00 საათზე დაიწყება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები