„რუსთაველზე წამოკოტრიალდით“ - თეა წულუკიანი ოპოზიციას

სულ ნახვები : 182
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"ქალბატონი სალომე ამბობს, ირაკლი ალასანიას პარტიაში რომ იყავიო. არ ისმის თქვენი ხმა, მე დაგეხმარებით. ქალბატონი სალომე ამბობს, თავისი სოპრანოთი თუ რა ხმაა არ ვიცი, ისმის აქ მაგრამ იქ არ ისმის... არ ვიცი, ვერ გაგზომეთ და გაგზომავთ მომავალში, იქნება დაგასაქმოთ კიდეც. ირაკლი ალასანია კაცის მკვლელი არ ყოფილა არასდროს, მაგრამ თქვენი გალიაში მჯდომი ბელადი, რომელსაც ბრიუსელში იცავდით, კაცის მკვლელი იყო და ახლა ცოლის დაპატიმრებას ითხოვს", - ასე მიმართა დღეს, 3 დეკემბერს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილს.

მინისტრის განცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ხოლო ოპოზიციის რეპლიკას, რომ მინისტრი "კულტურულად არ საუბრობდა“, ასე უპასუხა: "უკულტურობა რა არის ეგ კიდევ საკითხავია რა“.

"აქ დაისვა უამრავი შეკითხვა და გვაქვს კიდევ ბევრი, ამიტომ ქალბატონი მინისტრი ეგებ საკუთარ ტელევიზიებში მიიწვიონ, სადაც საკუთარ ბოღმა, შხამი, უკმაყოფილება ცხოვრებით, სადმე სხვაგან გამოხატოს ქალბატონმა წულუკიანმა", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

ამის შემდეგ მან და დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა მინისტრს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, კითხვებისთვის პასუხი დროულად გაეცა, რაზეც წულუკიანმა ისევ ცინიკურად უპასუხა:

"დაგიბრუნდებით, დამაცადეთ, სხვა დეპუტატების კითხვებს ვუპასუხო. დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ რუსთაველზე გახვიდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ. აბა რისთვის გაქვთ დრო?", - მიმართა ოპოზიციის დეპუტატებს წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა