პროკურატურამ რესტორნებში 100 ათასი დახარჯა - „ფაქტჩეკერის“ კვლევა

სულ ნახვები : 175
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მაშ შეუძლია რაღაცა თანხა გადასახადების გადამხდელების ისე დახარჯოს, რომ კაციშვილს არ ჩააბაროს ანგარიში, კაციშვილმა პასუხი არ მოსთხოვოს,“ - განაცხადა დღეს, 3 დეკემბერს, „ფაქტჩეკერის“ წარმომადგენელმა პროკურორებისთვის დელიკატესების სუფრაზე საუბრისას.

ცნობისთვის: არასამთავრობო ორგანიზაცია "ფაქტჩეკმა" ყველა ის დოკუმენტი შეისწავლა, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა ატვირთული. დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 202-21 წლებში პროკურატურის სარესტორნო ხარჯები 100 ათას ლარს აღწევს.

„ჩნდება ლოგიკური კითხვები, შენ რომ წახვედი რესტორანში და დახარჯე ამდენი ფული, რით იყო ეს განპირობებული. იქ რატომ არ მიწერ, ვის უმასპინძლე, რა მიირთვით, რა დალიეთ იმიტომ, რომ იმაზე მნიშვნელოვანი რამდენი დახარჯე და სად დახარჯე, არის ვისთან ერთად დახარჯე და რატომ. ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მაშ შეუძლია რაღაცა თანხა გადასახადების გადამხდელების ისე დახარჯოს, რომ კაციშვილს არ ჩააბაროს ანგარიში, კაციშვილმა პასუხი არ მოსთხოვოს და ამავე საკითხზე მერე, რაც თვითონ შეუძლია, რომ ასე ადგეს და 22 ათასი ლარი გაისროლოს 200 კაცის ლანჩში ისე, რომ არ დაგვისაბუთოს რატომ, ამავე მოტივით მერე სხვა შეუძლია დაიჭიროს, - ამბობს "ფაქტჩეკის" წარმომადგენელი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა