ლაშა ხმალაძე: გუნდი სათამაშო სისტემაში რჩება

სულ ნახვები : 150
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პირველი ქართული ფრენჩაიზი შავი ლომი რაგბი ევროპის სუპერთასზე „ავჭალაზე“ პენზის ლოკომოტივს დაუხვდება. ლევან მაისაშვილს გუნდს დააკლდება კაპიტანი მერაბ შარიქაძე, ვის ნაცვლადაც სამკლავურს ლაშა ხმალაძე მოირგებს.

„ფრენჩაიზი ზუსტად იმისთვის შეიკრიბა, რომ საერთაშორისო თამაშების გამოცდილება მივიღოთ. ვეთამაშებით შეკრულ კლუბს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატშიც კარგად ასპარეზობს. ისინი ეცდებიან ბურთის გაშლას, ფეხით თამაშით და მოლით უპირატესობის მოპოვებას, მაგრამ მომზადებულები ვხვდებით. სანაკრებო შეკრების გამო მზადება შეწყვეტილი იყო და ახლიდან შევიკრიბეთ, მაგრამ მიდგომა და ჩართულობა ისევ ისეთია, როგორიც თავიდან გვქონდა და გუნდი სათამაშო სისტემაში რჩება.

სასიამოვნოა, რომ თამაშზე დაშვებულია მაყურებელი. გულშემატკივრების წინაშე თამაში ნამდვილად მოგვენატრა. კარგი იქნება თუ მაყურებელი კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, სრულად შეავსებს ადგილებს“, – განაცხადა ხმალაძემ.

შავი ლომისა და ლოკომოტივის მატჩი 4 დეკემბერს „ავჭალაზე“ 16:00 საათზე დაიწყება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა