უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება - გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

სულ ნახვები : 73
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში დედამ გიული ალასანიამ და უმცროსმა შვილმა, ნიკოლოზ სააკაშვილმა მოინახულეს.

გიული ალასანია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობის კურსს გადის, სისუსტე მაინც აღენიშნება.

მესამე პრეზიდენტის დედას სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს და ფიქრობს, რომ ერთადერთი გამოსავალი იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპატიმრო დატოვოს, ქართველი ხალხის აქტიურობაა.

"არის ძალიან გადაღლილი ადამიანი, არის სუსტად საკმაოდ და როგორ უნდა იყოს ეხლა, წარმოიდგინეთ. ამდენი დღე გავიდა და რა? რა შეიცვალა?! ადამიანი თვითონ იცავს თავის თავს თავიდან ბოლომდე, გამოდის, ლაპარაკობს, შედეგი რა მოჰყვება ამ ლაპარაკს? მხოლოდ აქტიურობის გზით შესაძლებელია რაღაც შედეგის მიღება. ადამიანებმა უნდა მოითხოვონ, უნდა მოითხოვონ ლიდერის გათავისუფლება. რა უნდა ახლა იმას, რატომ ზის აქ?!",- ამბობს გიული ალასანია.

მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო კონსილიუმის ექიმებმაც მოინახულეს. ექიმების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და კრიზისი, რომელიც მოსალოდნელი იყო, გადალახულია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები