დიანა ლომაია და ნიკოლოზ პეტრიაშვილი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

სულ ნახვები : 143
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დამთავრდა 20-წლამდელ მოჭადრაკეთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელშიც 56 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გოგონებში შესანიშნავად ითამაშა 16 წლის ფოთელმა დიანა ლომაიამ, რომელმაც ცხრა პარტიიდან ხუთი მოიგო და ოთხი ყაიმით დაასრულა, ჯამში შვიდი ქულით საქართველოს ჩემპიონი გახდა.

6.5 ქულით მეორე ადგილი თბილისელმა ეკატერინე ფიფიამ დაიკავა. 6 ქულით მესამე ადგილი ქუთაისელ თამარ ესაძეს ერგო.

ვაჟებში შესანიშნავად ითამაშა თბილისელმა საერთაშორისო ოსტატმა ნიკოლოზ პეტრიაშვილმა, რომელმაც ტურით ადრე მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა, საბოლოოდ კი, ცხრა შესაძლებლობიდან რვა ქულას მოუყარა თავი. გამარჯვებულს ქულით ჩამორჩა გურჯაანელი გიორგი წინაწყენიშვილი, ხოლო 6.5 ქულით ბრინჯაოს მედალი თბილისელმა გიორგი გოგოლაშვილმა დაიკავა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები