დინამო თბილისმა ანანიძის გუნდიდან გაშვების მიზეზი ახსნა

სულ ნახვები : 242
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საფეხბურთო კლუბმა დინამო თბილისმა ჯანო ანანიძის გუნდიდან გაშვების შესახებ 29 წლის ნახევარმცველ სატელეფონო ზარით ამცნო, რის გამოც ფეხბურთელმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც დედაქალაქური კლუბის ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა.

საპასუხოდ, არც დინამომ დაიზარა ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი ახსნა.

„დინამო თბილისი ჯანო ანანიძეს დაემშვიდობა, რომელიც კლუბში 2021 წლის აპრილში ჩაირიცხა და მას შემდეგ დღემდე მხოლოდ ერთი მატჩი (26 წუთი) ჩაატარა. 29 წლის ნახევარმცველს საკმაო პერიოდი დასჭირდა რეაბილიტაციისთვის, გუნდს ვერ დაეხმარა ევროტურნირებზე გასამართ მნიშვნელოვან მატჩებში და ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, კვლავ ვერ ვარჯიშობდა გუნდთან ერთად. ფეხბურთელის სურვილი იყო, რომ იანვარსა და თებერვალში, დინამო თბილისთან ერთად უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებულიყო და ფორმის აღდგენის საშუალება ჰქონოდა.

ვინაიდან მიმდინარე მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო საწვრთნელ პროცესში მისი სრულფასოვნად ჩართვა, კლუბმა აამოქმედა მასთან დადებული კონტრაქტის შესაბამისი პუნქტი და გამოიყენა უფლება, აღარ გაუგრძელოს ხელშეკრულება ფეხბურთელს.

დინამო თბილისი წარმატებას უსურვებს ჯანო ანანიძეს მომავალში და იმედი გვაქვს, უნიჭიერესი ფეხბურთელი კვლავ მოახერხებს მაღალ დონეზე თამაშს, არა მხოლოდ საკლუბო, არამედ სანაკრებო დონეზეც“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე დინამო თბილისმა თავისუფალი აგენტის სტატუსით აპრილში აიყვანა და კონტრაქტი 1+1 სისტემით გაუფორმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა