„ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება“ - ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე

სულ ნახვები : 97,347
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რამაც ჩემამდეც მოაღწია, რომ სურთ სააკაშვილის გადაყვანა უახლოეს კვირებში პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია, ეს მის მკვლელობას ნიშნავს,“ - განაცხადა დღეს, 4 დეკემბერს, უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა  იასკომ, რომელიც გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

შეგახსენებთ: საქართველოს მესამე პრეზიდენტი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რეაბილიტაციის კურსს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის, სადაც გლდანის ციხიდან გადაიყვანეს.

„ძალიან საშიში ინფორმაცია ვრცელდება, რამაც ჩემამდეც მოაღწია, რომ სურთ სააკაშვილის გადაყვანა უახლოეს კვირებში პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს, რა თქმა უნდა, წარმოუდგენლად მიმაჩნია, ეს მის მკვლელობას ნიშნავს.

იმ ფონზე, როცა 50 დღის მანძილზე შიმშილობა, წესით ორჯერ მეტი დრო სჭირდება ასეთ ვითარებაში ადამიანის რეაბილიტაციას. იმიტომ რომ ადამიანი ძალიან სუსტადაა, მას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება - თქვა იასკომ და დასძინა, - არ ვიცი, რატომ ამბობენ ექიმები რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. მე მქონდა შესაძლებლობა, სამი დღის განმავლობაში მენახა ის - დღეს უარესადაა. მას დასივებული აქვს სახე ტანი, პრობლემები აქვს კანთან დაკავშირებით, გამონაყარი... ხედვის პრობლემები, დაუვარდა ჰემოგლობინი, სუსტადაა. მე ვამჩნევ რომ ის ცუდადაა.  რა თქმა უნდა, ის საწოლიდან დგება, თუმცა გადაადგილებაზე საუბარი ზედმეტია. სერიოზულად უნდა განვიხილოთ მისი მაჩვენებლები. მე პროგრესი ვერ დავინახე, მაშფოთებს ეს ყველაფერი.“

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები