„განათლების სამინისტროს ნარატივი იყო“ - ისტორიკოსი 9-ე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ივანიშვილის მეცენატად მოხსენიებაზე

სულ ნახვები : 249
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ცხადია, ეს განათლების სამინისტროს ნარატივი იყო, ამას წყალი არ გაუვა, ჩვენი მოსაზრება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება ყოფილიყო,“ - განაცხადა დღეს, 6 დეკემბერს, ისტორიკოსმა ნათია ფირცხალავამ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილ ცვლილებზე საუბრისას.

შეგახსენებთ: მეცხრე კლასის წიგნში აღმოჩენილია დამახინჯებული ფაქტები და რუსული გზავნილები. სკოლაში მოზარდებს ასწავლიან, რომ ომი 2008 წლის რვა აგვისტოს დაიწყო და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  საქართველოს ტერიტორია  8-10 აგვისტოს დაიკავეს, რაც პრინციპული შეცდომაა და მოვლენების მთელს ქრონოლოგიას თავდაყირა აყენებს. 

ამასთან, სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი მეცენატად და ქველმოქმედადაა მოხსენიებული. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა