განათლების სამინისტრო 9-ე კლასის ისტორიის წიგნზე, სადაც ივანაშვილი მეცენატადაა მოხსენებული, „კმაყოფილების კვლევის“ ჩატარებას გეგმავს

სულ ნახვები : 139
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ისტორიული პროცესები გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივადაა აღწერილი და ის პროცესების შეფასების ნაწილს არ მოიცავს,“ - განაცხადეს დღეს, 6 დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მე-9 კლასის ისტორიის წიგნში შეტანილ ცვლილებებზე საუბრისას.

ცნობისთვის: მეცხრე კლასის წიგნში აღმოჩენილია დამახინჯებული ფაქტები და რუსული გზავნილები. სკოლაში მოზარდებს ასწავლიან, რომ ომი 2008 წლის რვა აგვისტოს დაიწყო და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა  საქართველოს ტერიტორია  8-10 აგვისტოს დაიკავეს, რაც პრინციპული შეცდომაა და მოვლენების მთელს ქრონოლოგიას თავდაყირა აყენებს.

ასევე,  სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილი მეცენატად და ქველმოქმედადაა მოხსენიებული.

"ვფიქრობთ, ძალიან მშრალად და კომპეტენტურად არის გადმოცემული ორივე წიგნში ეს ამბები. იქ ხაზგასმულია ევროინტეგრაციაზე, ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლაზე, ვიზალიბერალიზაცია და ა.შ. თუმცა, ეს პერიოდი ძალიან მოკლედ არის გადმოცემული. განათლების და მეცნიერების სამინისტრო სახელმძღვანელოებს თვითონ არ ქმნის.

სტანდარტში საკითხები არ არის მითითებული, თუ რა უნდა შევიდეს სახელმძღვანელოში, იქ უბრალოდ წერია, რომ საქართველოს და მსოფლიო ისტორიის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა აღინიშნოს. ამიტომ არის ეს ორი ფაქტიც - ასოცირების შეთანხმება და 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებაც დადასტურებული ფაქტებია. ამაზე აჟიოტაჟის ატეხა არ მგონია, სწორი იყოს. შეფასება არც 2012 წლის მოვლენების და არც წინა პერიოდის მმართველობის არ ხდება. მხოლოდ ფაქტად არის მოყვანილი. ამ მოვლენების შესახებ ალბათ, უნდა იცოდნენ ჩვენმა მოსწავლეებმა. ცოტა რთულია იმის თქმა, რომ ეს ისტორიის გადაწერის მცდელობაა. ამაზე სპეციალისტები იმსჯელებენ. რეცენზენტები და შემფასებლები ამას შეაფასებენ. რაც შეეხება ფაქტობრივ უზუსტობებს, თუ ასეთი არსებობს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება მოგვმართოს და სახელმძღვანელოს განმეორებით ბეჭდვაზე წასვლისას გასწორდება. ჯერჯერობით ამ ისტორიის სახელმძღვანელოზე უზუსტობა არავის დაუფიქსირებია", - ამბობს განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მარიამ ჩიქობავა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ისტორიის სახელმძღვანელოზე "კმაყოფილების კვლევა" ჩაატარონ, თუმცა ამისთვის მინიმუმ, 1 წელი მაინც უნდა გავიდეს.

"სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით "კმაყოფილების კვლევა" ჩატარდება ფოკუს ჯგუფებთან, სადაც მასწავლებლები, მშობლები იქნებიან და შენიშვნების გათვალისწინება მაშინაც მოხდება. ეს კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა. სახელმძღვანელო წელს ჩაეშვა და ერთი წელი მაინც უნდა გავიდეს, კვლევა რომ ჩავატაროთ", - ამბობს მარიამ ჩიქობავავა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები