„ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად ხელისუფლებამ მუშაობა უნდა გააგრძელოს“ - დეგნანი

სულ ნახვები : 219
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად ხელისუფლებამ მუშაობა უნდა გააგრძელოს,“  - განაცხადა დღეს, 14 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

სამხრეთ კავკასიის თავისუფალი ენერგეტიკის ფორუმზე დეგნამა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსაც მიმიმართა, რათა მნიშვნელოვანი საჯარო კონსულტაციების გზით გააგრძელონ მუშაობა ენერგეტიკის გამჭვირვალე და თანმიმდევრულ ეროვნულ სტრატეგიაზე.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულება სათბურის გაზების ემისიით დაბინძურების შემცირებაზე და ნულიდან გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი ელექტროენერგიის ბაზრის აშენება ქებას იმსახურებს, მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ მიაღწიოს ენერგო დამოუკიდებლობას.

ეს შეიძლება გაკეთდეს ადგილობრივ ბაზრებზე მორგებული წამახალისებელი სქემით და განახლებადი ენერგიის ახალი გენერირებით, რაც ამცირებს საქართველოს დამოკიდებულებას ელექტროენერგიისა და გაზის იმპორტზე და იცავს ქვეყანას მავნე აქტორებისგან, რომლებიც იყენებენ ენერგიასა და გაზს, როგორც გეოპოლიტიკურ იარაღს", - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა