„მიუღებელია“ - აშშ-ს ელჩი რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის გატაცებაზე

სულ ნახვები : 321
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ის, რაც ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, არის, უბრალოდ, მიუღებელი,“ -  განაცხადა დღეს, 14 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის, მამუკა ჩხიკვაძის გატაცებაზე საუბრისას.

ცნობისთვის: 12 დეკემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

"ის, რაც ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, არის მიუღებელი. ეს არის ზეწოლა, შევიწროება და უნდა შეწყდეს. ეს შეწყდება მაშინვე, როდესაც რუსეთი შეასრულებს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრ თავის ვალდებულებებს, რომ გაიყვანოს საჯარისო ნაწილები. ეს არის ძალიან მარტივი ნაბიჯი, რაც რუსეთმა უნდა გადადგას. ეს არის ის, რის დანახვასაც ყველა ელოდება, რომ დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების შევიწროება და ხელი შეეწყოს დისკუსიების ატმოსფეროს. იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი მალე შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რომელიც აიღო 2008 წელს", - განაცხადა კელი დეგნანი. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა