სალომე ზურაბიშვილმა NGO-ების წარმომადგენლებს უმასპინძლა

სულ ნახვები : 250
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ორბელიანების სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა. სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საახალწლო მიღებაზე მასპინძლობს.

ქვეყნის პრეზიდენტი მესამე სექტორს საკუთარ ხედვას აცნობს, როგორ შეიძლება, დაიძლიოს კრიზისი და შედგეს ეროვნული თანხმობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. არასამთავრობო სექტორში კი აცხადებენ, რომ დიდი მოლოდინი არ აქვთ, მაგრამ პროცესის საბოლოო შედეგამდე მიყვანას ხელს შეუწყობენ.

„ვფიქრობ, ეს დიალოგი დასაწყებია. რას განიხილავს ოპოზიცია შეთანხმებისთვის, ასევე, რის დათმობას აპირებს მმართველი პარტია, ეს დეტალები გასარკვევია. ეს დისკუსია უნდა დაიწყოს. ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობაც. ვფიქრობ, რაც ამ ეტაპზე პროცესს აკლია, ესაა მოქალაქეების ხმა“, - განაცხადა ,,სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ანა დოლიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა