პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონის მიღებაზე, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას - დუნია მიატოვიჩი

სულ ნახვები : 238
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონის მიღებაზე, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას, - ასე ეხმაურება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტს.

დუნია მიატოვიჩი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, თავი შეიკავოს დაჩქარებული და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე, კანონპროექტის მიღებისაგან, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას.

„ეს კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ინსპექტორის და სამსახურის ყველა თანამშრომლის გათავისუფლებას. მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი მხოლოდ შეასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას“,- ნათქვამია დუნია მიატოვიჩის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა