„იაგო და საბო აპირებენ თქვენს მხარდაჭერას“ - ვახტანგ მეგრელიშვილი შალვა პაპუაშვილს

სულ ნახვები : 298
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩვენ აგერ ოთხი ადამიანი ვართ, ჩვენგან ორი იაგო და საბო ავანსის გაცემის თვალსაზრისით აპირებენ, რომ მხარი დაგიჭიროთ. მე რომ გადაწყვეტილება მივიღო, მჭირდება ამ კითხვაზე პასუხი,“ - ამ კითხვით მიმართა „გირჩის“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა შალვა პაპუაშვილს.

მეგრელიშვილისთვის საინტერესოა, რატომ მიდიან თანამდებობიდან მაღალჩინოსნები მიზეზების დაუსახელებლად.

„კითხვა მაქვს იცით, როგორი – თქვენ იცით, რამდენად კეთილგანწყობილი ვარ მე თქვენს მიმართ, ასევე წინა თავმჯდომარის მიმართ. ჩვენ აგერ ოთხი ადამიანი ვართ, ჩვენგან ორი იაგო და საბო ავანსის გაცემის თვალსაზრისით აპირებენ, რომ მხარი დაგიჭიროთ. მე რომ გადაწყვეტილება მივიღო, მჭირდება ამ კითხვაზე პასუხი. საქმე იმაშია, რომ ჩვენი მაღალი თანამდებობის პირები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, არც ადრე იყო ამის დეფიციტი, თანამდებობიდან რომ მიდიან, კაცმა არ იცის, როგორ ქრებიან და რატომ მიდიან. კი დაგვპირდით, რომ ორ თვეში გვეტყვით კუჭავა რატომ წავიდა, მაგრამ ზოგადად მე მგონი, ეს არ არის ნორმალური. თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამ თემაზე – თქვენ რომ წახვალთ, მაგას გვეტყვით თუ არა, პოლიტიკაში დარჩებით თუ არა და მეორე დღიდან, როცა წახვალთ, იტყვით თუ არა, რომ მე აღარაფერი აღარ მეხებაო. მეორე პირი უნდა გახდეთ ამ ქვეყნის კანონმდებლობით, არ ვიცი, მერამდენე, მაგრამ მეორე პირი, ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხი მინდა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა