კახა კალაძის მორიგი თავდასხმა ჟურნალისტებზე

სულ ნახვები : 308
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კახა კალაძე ისევ დაესხა თვს ჟურმალისტებს. ამჯერად, მიზეზი რამდენიმე დღის წინ, ე.წ. დეზერტირების ბაზარში მომხდარ ტრაგიკული ფაქტი გახდა, როდესაც, ღამით ურიკაზე გაყინული  გარდაცვლილი პიროვნება იპოვეს.

როგორც გაბრაზებულმა მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მედიასაშუალებების ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ. სინამდვილეში გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო და მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინაო.

„აი, ასე ყოველდღიურად გამოგონილ და ცილისმწამებლურ ისტორიებს ვისმენთ, რომლის მიზანიც სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციაა და ამ მიზნით, ნებისმიერ საშუალებას იყენებენ“ - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

კალაძეს სიტყვა არ დაცდენია იმის შესახებ, რომ მის მიერ დანიშნულმა ე.წ. საგამოძიებო ექსპერტებმა ის თუ დაადგინეს, თუ რატომ ათევდა ეს ადამიანი ღამეს ვაგზლის მოედამზე, ურიკაზე, მაშინ როდესაც ნასვამი არ ყოფილა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა