ელენე ხოშტარია პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებისკენ მოუწოდებს

სულ ნახვები : 240
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მინდა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო ლონდა თოლორრაიას მიმართ და შევთავაზო მას სრული დაპირება, რომ მის გვერდზე ვიდგები ამ მძიმე ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ზეწოლაა პირადად ლონდა თოლორაიაზე“, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

პარტია „დროა“ საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს.

ხოშტარიას თქმით, ხვალ, 12:00 საათზე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება, სადაც აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ. ამასთან, აღნიშნავს, რომ მისთვის მისასალმებელია პრეზიდენტის პოზიცია ლონდა თოლორაიას სამსახურის შესახებ.

„მისასალმებელია, რომ პრეზიდენტი აქტიურად პოზიციონირებს მსგავსი თემების გარშემო. იგივე მოწოდება მექნებოდა საერთო სასამართლოების შესახებ კანონზეც. ჩვენ, ხვალ 12:00 საათზე შეხვედრა გვექნება დიპლომატიურ კორპუსთან ამ საგანგაშო ფაქტებზე“,- ამბობს ხოშტარია.

როგორც ხოშტარია აცხადებს, „ქართულმა ოცნებამ“ ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე და მათი გადმოსახედიდან მშვიდ პერიოდში, სამი ძალიან საგანგაშო პროცესი წამოიწყო.

„მინდა უკიდურესი პროტესტით გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ შემაშფოთებელ ინციატივებს. „ქართულმა ოცნებამ“ ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე და მათი გადმოსახედიდან მშვიდ პერიოდში, სამი ძალიან საგანგაშო პროცესი წამოიწყო.

პირველი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მეორე - საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები, მესამე - ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი. სამივე საკანონმდებლო ინიციატივა არის ძალიან ღია დემონსტრაციული თავდასხმა ინსტიტუტებზე - სახელმწიფოს მიტაცების ძალიან თავხედური აქტი!

სახელწიფო ინსპექტორის სამსახური იყო სამსახური, რომელიც შექმნილი იყო, მათ შორის დიდი საერთაშორისო ძალისხმევით. ეს იყო საერთაშორისო ვალდებულება და ინსტიტუტი, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა პოლიციელების თავგასულობა, რისი ფაქტიც არაერთხელ ვიხილეთ. „ქართულ ოცნება“ ფიქრობდა, რომ მსგავსი ინსტიტუტის შექმნა უბრალოდ ფორმალური ინსტიტუტების იმიტაცია იქნებოდა და ისინი ისევე მონურად დაიმორჩილებდნენ, როგორც იმორჩილებენ სხვა ინსტიტუტებს.

მინდა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოვხატო ლონდა თოლორრაიას მიმართ და შევთავაზო მას სრული დაპირება, რომ მის გვერდზე ვიდგები ამ მძიმე ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ზეწოლაა პირადად ლონდა თოლორაიაზე. მან ამოიღო ხმა პრინციპულ საქმეებზე. მათ შორის, ლექსო ლაშქარავაზე“,- განმარტავს ხოშტარია.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 27 დეკემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა უნდა შეწყდეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა