ვის დაიბედებს და ვის არა ბიძინა ივანიშვილი ?!

სულ ნახვები : 5,734
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხვალ ბედობაა და ბიძინა ივანიშვილი საჩხერეში მთავრობას, მინისტრებს, დეპუტატებს და "ქართული ოცნების" პოლიტელიტას ეპატიჟება.

როგორც CNews.-ს "ქართული ოცნებიდან" სანდო წყარომ აცნობა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათელა თურნავას პირდაპირ უთხრეს, რომ ჭორვილაში მიპატიჟებული არაა, თურნავა ამ დრომდე ცდილობს ვანო ჩხარტიშვილის დახმარებით მიზეზი გაარკვიოს, როგორც ჩანს, მას თანამდებობის დატოვება მოუწევს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ივანიშვილმა უთხრა, ჩემი ზარის მერე ჩამოდიო, პრემიერამდე ის პარტიის თავმჯდომარეს და ძალოვანი უწყების ხელმძღვანელებს ცალკე შეხვდება, სუს-ის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი ფაქტიურად გადაწყვეტილია, თუ მიიწვიეს,ეს ივანიშვილთან ერთად, მისი ბოლო ნადიმი იქნება.

კანდიდატურების შერჩევა უკვე დაწყებულია. იგივე წყარო ამბობს, რომ საკადრო ცვლილებები ამით არ დასრულდება, რამდენიმე მინისტრი და ბოლოს პრემიერიც შეიცვლება.სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ ოცნების გეგმები შეცვალა, მაგრამ რაკი ოპოზიციამ პოლიტიკური კრიზისი ვერ შექმნა, ივანიშვილი საკუთარ დღის წესრიგს დაუბრუნდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა