„ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

სულ ნახვები : 398
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამხრეთ კორეაში „ომიკრონით“ გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ, დღეს საჯარო განცხადება გააკეთა ქვეყნის დაავადებათა მონიტორინგის მთავარმა დეპარტამენტმა. 

დეპარტამენტის მონაცემებით, კვანდჯუში, რომელიც დედაქალაქ სეულისგან სამხრეთით, 329 კილომეტრში მდებარეობს, ორ გარდაცვლილ პაციენტს დაუდასტურდათ „ომიკრონის“ შტამი. ორივე მათგანი 90 წლის გახლდათ.

მოხუცები რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალნენ, თუმცა გადაყვანილ იქნენ სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც კვლევები უტარდებათ. ჯერ-ჯერობით, მათ მხოლოდ შტამი დაუდასტურდატ, თუმცა ჯანდაცვის მესვეურები ცდილობენ დადგინონ მეტი დეტალი.

ეს გახლავთ „ომიკრონთან“ დაკავშირებული ლეტალობის პირველი შემთხვევა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა