ირაკლი აზაროვი თურქეთის ჩემპიონატის ლიდერ გუნდს შეუერთდება

სულ ნახვები : 227
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თითქმის ყველა თურქული სპორტული გამოცემა წერს, რომ საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის დინამოს ფეხბურთელი ირაკლი აზაროვი კარიერას ტრაბზონსპორში გააგრძელებს.

ჯერჯერობით, უცნობია კონტრაქტის დეტალები. თუმცა, გავრცელებული ხმებით ზღვისპირული კლუბი 19 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 2 მილიონ დოლარს მიიღებს.

როგორც თურქები წერენ, კონტრაქტი მალე ოფიციალურ სახეს მალე მიიღებს და კონკრეტული დეტალები მაშინ გვეცოდინება.

გეტყვით, რომ პირველი წრის შემდეგ ტრაბზონსპორი თურქეთის ჩემპიონატის ლიდერია. 19 ტურის შემდეგ გუნდს 46 ქულა აქვს და მეორე ადგილოსან ქონიასპორს შვიდი ქულით უსწრებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები