ახალი წელი ერდოღანისთვის ახალი ფულის შოკით დაიწყო

სულ ნახვები : 1,081
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ახალი წელი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის ახალი ფულის შოკით დაიწყო. თურქეთში ისედაც მაღალი ინფლაცია საოცრად მკვეთრად გაიზარდა და ახლა 2002 წლის სექტემბრის შემდეგ ყველაზე უმაღლეს დონეზეა. 

როგორც ეროვნულმა  სტატისტიკურმა სამსახური ორშაბათს გამოაცხადა, სამომხმარებლო ფასები დეკემბერში 36 პროცენტით მეტი იყო, ვიდრე გასულ წელს, რაც ლირის სისუსტეს, დამატებით ასახავს.  

ინფლაციის შემდეგ დოლარსა და ევროსთან მიმართებაში ლირა დაახლოებით ორი პროცენტით კიდევ გაუფასურდა და შესაბამისად ერთი დოლარი 13 646, ხოლო ერთი ევრო 15 423 ლირას შეადგენს. 

შეგახსენებთ, რომ მაღალი ინფლაციისა და სავალუტო კრიზისის მიუხედავად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა დეკემბრის შუა რიცხვებში კვლავ შეამცირა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა