სერიულ მკვლელს ციხიდან გამოსვლა სურს - ბრეივიკმა 77 ადამიანი მოკლა, მათ შორის იყო ქართველი

სულ ნახვები : 606
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

77 ადამიანის მკვლელ ბრეივიკს  - ახლა ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლება უნდა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, 18 იანვრიდან მასობრივი მკვლელის ანდერს ბრეივიკის საქმე ტელემარკის რაიონულ სასამართლოში (ნორვეგია) კვლავ  განიხილება. მკვლელმა  სასამართლოს ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა. 

ბრეივიკმა 2011 წლის 22 ივლისს ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე 77 ადამიანი მოკლა. ასობით ადამიანი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის არის ქართველი, 23 წლის თამთა ლიპარტელიანიც, რომელიც კუნძულ უტოიაზე  ბანაკში იმყოფებოდა. 

77 ადამიანის მკვლელმა ბრეივიკმა 2012 წელს ნორვეგიის სასამართლოს მაქსიმალური სასჯელი მიიღო; 21 წლიანი  პატიმრობა. ნორვეგიის კანონმდებლობის მიხედვით, მას უფლება აქვს ათი წლის შემდეგ შეწყალება ან პირობითი გათავისუფლება მოითხოვოს. მისი გათავისუფლების პირველ მოთხოვნაზე პროკურორმა 2021 წლის ზაფხულში უარი განაცხადა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა