„ახალ წელს გილოცავთ, ქალბატონო დირექტორო! ის ვარ, ვისაც და მოუკალით“

სულ ნახვები : 7,555
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

19 წლის სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახი, რომელსაც საკეისრო კვეთისას გული გაუჩერდა, მომხდარში ქუთაისის ინტერვენციული კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს.

გარდაცვლილის ოჯახი ვარაუდობს, რომ საკეისრო კვეთის დროს ახალგაზრდა მშობიარეს ანესთეზიური საშუალების ზედმეტი, ან უხარისხო დოზა შეუყვანეს, რის გამოც იგი დაიღუპა.

გარდაცვლილი ორსულის და, თეო ბუბუტეიშვილი კლინიკის დირექტორს შემდეგი სიტყვებით მიმართავს: 

 "ომი გინდათ? 

გპირდებით, რომ ვიომებთ!

თქვენი დამნაშავე თანამშრომელი, რომელსაც კბილებით იცავდით, აუცილებლად აგებს პასუხს!

ახალ წელს გილოცავთ, ქალბატონო დირექტორო!

მე თქვენ მომატყუეთ!

როცა გულწრფელად გკითხეთ, იყო თუ არა ეს მეორე ფატალური შემთხვევა,  იგივე კლინიკაში, იგივე ანესთეზიოლოგის- ავთანდილ მამაგეიშვილის მიერ, სრული პასუხისმგებლობით მიპასუხეთ, რომ არა!

მე გენდეთ!

დაგიჯერეთ!

თქვენ მომატყუეთ,

მაგრამ ვერასოდეს მოატყუებთ საკუთარ თავს!

ყოველთვის როცა 29 დეკემბერი დადგება და დიდი სიხარულით დაიწყებთ საახალწლო სამზადისს, გახსოვდეთ,  რომ არსებობს ანასტასია, რომელსაც თქვენმა თანამშრომელმა მოუკლა დედა. რომელიც ვერც ერთ შობას ვერ იგრძნობს დედის სითბოს!

ჩვენი მშობლები, რომელიც ჩემს დასთან ერთად გარდაიცვალნენ, მეუღლე,  რომელსაც 26 წლის ასაკში წაართვით ბედნიერება და მე, რომელმაც აღარ იცის, იგლოვოს საკუთარი და, მშობლები თუ საკუთარი თავი!

გილოცავთ ქალბატონო დირექტორო!

ახალ წელს გილოცავთ!

სესილისთვის არ დამდგარ ახალ წელს!

და მაინც,  როგორ შესწირეთ თავის პროფესიონალიზმში თავხედურად დარწმუნებულ, არა პროფესიონალ მამაგაიშვილს, იმ ღმერთთან გატოლებული ადამიანების პროფესიონალიზმი, რომლებმაც 15 რიცხვიდან 14 დღე გვაჩუქეს ჩემი დის სიცოცხლე!

თქვენ ვერასოდეს იქნებით კარგი მმართველი, ვერასოდეს იქნებით კარგი ლიდერი და მითუმეტეს, ვერასოდეს დაიცავთ თქვენს თანამშრომლებს,  თუ არ ისწავლით,  რომ სიცოცხლე, რომელსაც თქვენი სტრუქტურა ემსახურება, უნდა იყოს პრიორიტეტი! რომ პაციენტის ჯანმრთელობა, ნებისმიერ კოლეგიალობაზე მაღლა დგას!

ახალ წელს გილოცავთ, ქალბატონო დირექტორო!

სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ, რომელსაც ვერასოდეს მოიპოვებთ, თუ არ იქნებით მართალი საკუთარ თავთან!" - ასეთია გარდაცვლილის დის - თეო ბუბუტეიშვილის პოზიცია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა