ზალკალიანთან ერთად რამდენიმე ელჩი შეიცვლება

სულ ნახვები : 876
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უახლოეს მომავალში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. დავით ზალკალიანის წასვლა უკვე გადაწყვეტილია, მისი შემცვლელის პოვნა ჯერ ვერ მოხერხდა, სამაგიეროდ ცნობილია, სად გააგრძელებს მუშაობას ქართული დიპლომატიის მოქმედი მამა. ის საქართველოს ელჩი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში.

როგორც CNews-ს სამთავრობო კულუარებში უთხრეს, იყო საუბრები რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ზალკალიანს აშშ-ში საქართველოს მოქმედი ელჩი დავით ბაქრაძე ჩაანაცვლებდა, მაგრამ ეს იდეა ბიძინა ივანიშვილმა არ მოიწონა.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დავით ბაქრაძე მოღვაწეობას გაეროში გააგრძელებს და იქ იქნება საქართველოს ელჩი.

გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე კი კანადაში გადავა სამუშაოდ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა