პურის 80%-ით და საწვავის 76%-ით გაძვირებას თურნავა ეკონომიკის აღზევებას უწოდებს

სულ ნახვები : 324
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პურის 80%-ით და საწვავის 76%-ით გაძვირებას თურნავა ეკონომიკის აღზევებას უწოდებს მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკის მინისტრის - ნათია თურნავას გამოსვლა დიდი სიცილ-ხორხოცი ახლდა თან.

თავადაც გაბადრული ავიდა ტრიბუნაზე და განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე ვისაუბრებო.

თურნავას განცხადებით, გასული წელი საქართველოსთვის, (რომლის დროსაც 40%-ით მოიმატა ფასმა პურზე, 80%-ით ბურღულეულზე, 34%-ით რძის ნაწარმზე, 76%-ით საწვავზე, 100%-ით ხილზე და ა.შ. - რედ. ) იყო ძალიან წარმატებული.

მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებლები შეჯამდება 2022 წლის იანვრის მეორე ნახევარში, ეკონომიკური ზრდა არის არანაკლებ 10,7-სა. ის ვარაუდო, რაც სახელმწიფოს ჰქონდა გაზაფხულიდან ეკონომიკური ზრდასთან დაკავშირებით, სრულად აუხდათ.

თურნავა საქართველოს ეკონომიკის წარმატებას და აღზევებას უწოდებს ექსპორტის 80%-ით ზრდას, რომ ქართული პროდუქტი გადის რუსეთში, ხოლო საქართველოში თურქული პროდუქტი შემოდის გასსამაგებული ფასით.

მინისტრმა იქვე განაცხადა, რომ მართალია კარგი იქნება მეტი ქართული პროდუქცია რეალიზდეს ჩვენს ბაზარზე, მაგრამ ამისთვის იმპორტი უნდა შევამციროთო. ამის შემდეგ, მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ტურიზმის წარმატებაზე საქართველოში და სიტყვა დაასრულა იმით, რომ ქართული ეკონომიკა იმდენად აღზევდა, რომ პანდემიამდე მაჩვენებელს გადაუსწროო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა