„შე ღორის ნაშიერო ბინძურო ღორო“ - მალხაზ მაჩალიკაშვილი ბონდო მძინარაშვილს მიმართავს

სულ ნახვები : 7,704
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 „ეს ამ პირუტყვისგან დაწერილი დამხვდა წუხელ, ამ ყველაფრის გახსენებისას ეს ის დღეა 14 დღიანი სასტიკი ტყუილების მერე თემირლანი რომ აპარატიდან გამორთეს დღეს ეს ის დილაა 4 წლის მერე აქ ამ ღორის ნაშიერი სტატუსი დამხვდა,“ - დღეს თემირლანის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა, შვილმოკლული მამა ბონდო მძინარაშვილის პოსტს ეხმაურება.

„აქ ეს ღორის ნაშიერი ბონდო წერს, რომ ის ციხეში იქნებოდა, მის მიერ წოდებულ ტერორისტებთან ერთად, მე კი ვიჯდებოდი სახლში, შე ღორის შვილო ბონდო.

ნეტა მიგეცათ მისთვის უვადო პატიმრობა და მე დაგთანხმდებოდით, არა სახლში ჯდომას არამედ, რამდენიც მოისურვებდით იმდენ წელს ციხეშიც წავიდოდი.

ის თემირლანი მის დედას ხომ ცოცხალი მაინც ეყოლებოდა.

შე ღორის ნაშიერო ბინძურო ღორო.

თქვენ მკვლელებს, ციხიდან უშვებთ და მეც გეტყოდით ოცნებაზე ვიმუშავებ გაყალბებაში, დაგეხმარებით ყოველი არჩევნებზე და გამომიშვებდით ალბათ, როგორც ამას სხვების შემთხვევაში აკეთებთ, მეც და თემირლანსაც მოგვიხსნიდით სასჯელს.

ეს დღეს ამ რამდენიმე წლის მერე მთელმა ქვეყანამ გაიგო რომ ეს ბავშვი სუფთა იყო, მაგრამ რად გინდა ,როცა არსებობენ შენნაირი ღორები.

და შენნაირ ღორებმაც გაწირა და გაანადგურა მისი ოჯახიც არაფრის გამო.

მეტსაც გეტყვით, თუ კიდევ ვინმეს გეპარებათ ეჭვი, კიდევ ამ თქვენს მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულში, რომელიც არც არასდროს შეგრჩებათ, მერწმუნეთ ღორებო, რუსული ჯიშის ღორებო, აქ ვინმემ დამიდეთ იმ სპეცრაზმელის ვინაობა, რომელიც ასე გყავთ სადმე ჩაძაღლებული თქვე მხდალო ლაჩრებო.

დღეს 4 წელი გახდა რაშიც პირველად 2018 წ 10 იანვარს დავრწმუნდი რომ მე თემირლანი არ მყავდა, ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ სასწაულს ველოდი, ეს ღმერთისგან ბოძებული რწმენა იყო.

ეს ის ყველაზე საშინელი დღის 10 და 11 იანვარი რომელიც თქვენც მოგიწევთ გავლა .

და ბოლოს ბონდოია ღორო დარწმუნებული ვარ ჩემს ერთ სტატუს არ ტოვებ, ვიცი კითხულობთ და გეტყვი შენი ოჯახი და შენი მოდგმა, შენი გულით ყველა საყვარელი დიდი პატარა გახდეს ყველაზე საშინელი ტერორისტის მსხვერპლი, მე და თემირლანი ამ საშიშროებას 0 % კი არ წარმოვადგენდით ქვეყნისთვის, მაგრამ შენნაირები აიძულებენ სუფთა ადამიანებსაც, გახდნენ ტერორისტები, ამდენად ხარ გახრწნილი რუსული ჯიშის ღორ ბონდოია,“ - წერს მაჩალიკაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები