„ნატო არ შეჭრილა უკრაინაში, ნატო არ შეჭრილა საქართველოში“ - ენტონი ბლინკენი

სულ ნახვები : 694
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნატოს არ განუთავსებია ძალები მოლდოვაში თავისი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. სხვა მრავალ ქმედებასთან ერთად, ეს ყველაფერი რუსეთმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩაიდინა,“ - ამის შესახებ აშშ- ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ამერიკელი პოლიტიკოსი მეზობელი ქვეყნების მიმართ რუსეთის მიერ წარმოებულ დამპყრობლურ პოლიტიკაზე ღიად საუბრობს და ბოლო ოცი წლის სტატისტიკას იშველიებს:

„გასული ოცი წლის განმავლობაში რუსეთი შეიჭრა მეზობელ ქვეყნებში, ჩაერია სხვა ქვეყნების არჩევნებში, გამოიყენა ქიმიური იარაღი მთავრობის ოპონენტების განადგურების მცდელობისთვის, თანაც, უცხო ქვეყნის მიწაზე, დაარღვია შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულებები, უკან დაიხია დიდი ხნის წინ შეთანხმებული ნდობის აღდგენისა და გამჭვირვალობის ზომების მიღებაზე. შესაბამისად, მომდევნო დღეებსა და კვირებში ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხს აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში რუსეთთან " - აცხადებს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
მსოფლიო ► Მეტის ნახვა