„იქნება გარკვეულწილად გადაადგილებები სტრუქტურის და პარტიის შიგნით“ -ხატია დეკანოიძე

სულ ნახვები : 242
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გრძელდება, დაწყებამდე პარტიის წევრებმა რამდენიმე განცხადება გააკეთეს, აქტიურ8ი საუბარია შიდა სტრუქტურულ ცვლილებებზე:

„პირველ რიგში, ჩვენი პოლიტსაბჭოს მოწვევის და შეხვედრის დღევანდელი მიზანი არის პარტიის გაძლიერებაზე მუშაობა, ეს ერთი. რა თქმა უნდა, სტრატეგიული გეგმა, რომელიც უნდა იყოს ძალიან ზუსტად გაწერილი, თუ როგორი უნდა იყოს პარტიის სამოქმედო გეგმა სხვადასხვა მიმართულებით, ეს მეორე. მესამე, გიდასტურებთ, რომ იქნება გარკვეულწილად გადაადგილებები სტრუქტურის და პარტიის შიგნით, მაგრამ ამაზე პოლიტსაბჭოს შემდეგ უფრო კონკრეტულად შემიძლია, რომ განცხადება გავაკეთო, მას შემდეგ ჩემი კოლეგებიც დაადასტურებენ და გაიმართება კენჭისყრა", - განაცხადა დეკანოიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა