ბრიტანელი ტომას კენედის საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალიდან განახლდება

სულ ნახვები : 225
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გორის რაიონული სასამართლო ბრიტანეთის მოქალაქის, ტომას კენედის საქმის მკვლელობის განხილვას ხვალ გააგრძელებს.

საქმეზე სულ 5 პირია დაკავებული. საქმის მასალების თანახმად, კაცს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი უგონო მდგომარეობაში მყოფი მტკვარში გადააგდეს.

ერთ - ერთი დაკავებულის ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი Cnews- თან ამბობს, რომ სასამართლომ აღიარებით ჩვენება ზეწოლის შედეგად მოიპოვა:

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაულის დაფარვას ედავებიან, თუმცა მან მკვლელობის შესახებ დროებითი მოთავსების იზოლატორში შეიტყო, ძიებამ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მოიპოვა.

ხვალ ველოდებით სასამართლო პროცესის განახლებას, თუმცა პროკურორს კორონა აქვს და ჩატარდება თუ არა არ ვიცი, ამ ეტაპზე მოწმეების დაკითხვა გრძელდება,“ - ამბობს Cnew- თან თედლიაშვილი.

მკვლელობა 7 ოქტომბერს მოხდა. კონფლიქტი ბარში დაიწყო, დაპირისპირებაში მონაწილე პირები მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ, სადაც ბრიტანეთის მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მყოფი დანაშაულის დაფარვის მიზნით მტკვარში გადააგდეს.

ბრალდებულები გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები, ისინი ამ დროისთვის დუმილის უფლებით სარგებლობენ.

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა