სტოლტენბერგი რუსეთთან დიალოგის დაწყების მომხრეა

სულ ნახვები : 225
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სტოლტენბერგი რუსეთთან დიალოგის დაწყების მომხრეა. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ამ კვირაში, რუსეთის ფედერაციასთან ჟენევაში, ბრიუსელში და ეუთოს ფარგლებში დიალოგი „ყველა პრობლემა არ მოაგვარებს “, მაგრამ აუცილებელია დაიწყოს პროცესი, რომელიც ხელს შეუშლის ახალ კონფლიქტს  ევროპაში. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში ნატო-უკრაინის კომისიის სხდომამდე განაცხადა.

უკრაინის ვიცე-პრემიერთან, ოლგა სტეფანიშინასთან გამართულ პრესკონფერენციაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა პოზიტიური სიგნალი უწოდა რუსეთის თანხმობას, ჩაატაროს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომისიის სხდომაში მონაწილეობას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი დიმიტრი კულებაც მიიღებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა