თელავში, საბჭოთა საიდუმლო-პოლიტიკური პოლიციის - „ჩეკა“-ს შენობის, შესყიდვას და ქალაქის საკუთრებაში გადაცემას ითხოვენ

სულ ნახვები : 395
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თელავის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი 1920-იან წლებში ქალაქ თელავში, აბანოს ქუჩა #1-ში მდებარეობდა საბჭოთა საიდუმლო-პოლიტიკური პოლიციის - ,,ჩეკა’’-ს ადგილობრივი ორგანოს შენობის, შესყიდვას და ქალაქის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს.

ეს არის იშვიათი ისტორიული სადაც 100 წლის წინ აწამებდნენ და ხვრეტდნენ უდანაშაულო ადამიანებს. იქ, დღემდე თითქმის ხელუხლებლადაა შემორჩენილი პატიმართა საკნები, სარდაფები, კედლებზე ჩანს ნატყვიარები. 

როგორც მოქალაქეები აღნიშნავენ საჭიროა  დაიწყოს  კონსულტაციები შესაბამის დაწესებულებებთან, ,,ჩეკა’’-ს ადგილობრივი ორგანოს ყოფილი შენობის მეპატრონეებისგან გამოსყიდვის და იქ უსამართლოდ რეპრესირებულთა მუზეუმის გაკეთების თაობაზე. 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის და მკვლევრის თენგო სიმაშვილი გადმოცემით:

„თითქმის პირვანდელი სახითა შემორჩენილი ,,ჩეკა’’-ს შენობა საქართველოში სხვაგან არ არსებობს და მას დიდი ისტორიული, აღმზრდელობითი, პატრიოტული და ტურისტული მნიშვნელობა აქვს. უსამართლოდ რეპრესირებულთა მუზეუმის შექმნის იდეის განხორციელების შემთხვევაში თელავი, თბილისის ,,ოკუპაციის მუზეუმის’’ შემდეგ, იქნება პირველი ქალაქი საქართველოში, სადაც აისახება ჩვენი ქვეყნის გმირული ბრძოლა რუსულ-ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ. ამასთან, ასეთი სახის, საქართველოში უპრეცედენტო, თითქმის ხელუხლებლად შემორჩენილი ისტორიული ადგილები, საუკეთესო ტურისტული ლოკაცია გახდება და თელავს კიდევ ერთხელ გაუთქვამს სახელს, როგორც ევროპული ტიპის ქალაქს. 

ამიტომ, მივმართავთ თხოვნით, დაიწყოს კონსულტაციები შესაბამის დაწესებულებებთან, ქალაქ თელავში, აბანოს ქუჩა #1 მდებარე ,,ჩეკა’’-ს ადგილობრივი ორგანოს შენობის მეპატრონეებისგან გამოსყიდვის და იქ უსამართლოდ რეპრესირებულთა მუზეუმის გაკეთების თაობაზე. “

შეგახსენებთ რომ ცნობილი დრამატურგის და მწერლის ზაირა არსენიშვილის რომანში ვაჰ სოფელო - კახური ქრონიკები. სწორედ აქ არსებული მე 20 საუკუნის 20-30 იანი წლების ისტორიაა აღწერილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა