209 კვადრატული კილომეტრი მიაქვთ უომრად - დავით ქაცარავა რუსულ გეგმაზე

სულ ნახვები : 843
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დაახლოებით ერთი თვის წინ „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერმა დავით ქაცარავამ რუსულ გეგმაზე ისაუბრა, კერძოდ, საუბარია ქვეყნის არაოკუპირებული ტერიტორიების მითვისებაზე.

ქაცარავა ამბობს, რომ ოკუპანტებმა ჩანაფიქრის განხორციელება უკვე დაიწყეს, რასაც ხელისუფლება მორიგ დუმილს ახვედრებს, საუბარია ოთხივე რეგიონზე:

„ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან რეაგირებას და პატრულირების დაწყებას ყველა იმ ადგილას, რაც ოკუპანტს დაანონსებული და მონიშნული აქვს, არანაირი რეაგირება არ არის, არც იმაზე საუბრობენ, რომ ეს ამბავი სისულელეა ან მოგონილია, ეს დასტურია იმის, რომ ეს ინფორმაცია არის უტყუარი, სიტუაცია არის ძალიან რთული და ჩვენ გვემუქრება ახალი ტერიტორიების ოკუპაცია, საუბარია იმ ტერიტორიაზე, რომელიც არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციის საზღვრებში, ეს ახალი გეგმა კი აღიარებულ საზღვრებს სცდება,“ - ამბობს დავით ქაცარავა Cnews- თან.

ქაცარავა ამბობს, რომ ჩორჩანას ტყე გეგმის ერთ- ერთი ნაწილი და ცენტრალური ადგილია:

„209 კილომეტრი მიაქვთ უომრად, ჩორჩანას ტყე გეგმის ცენტრალური ნაწილია, დიდი დაძაბულობის კერაა, შესაბამისად არის გეგმის ნაწილი, რომელიც უკვე გამოსულია გეგმის სტატუსიდან და გადასულია განხორციელებაზე, ეს რეალობა ჩვენ გვაქვს და გვაქვს კიდევ ის რეალობა, რომ ხელისუფლებიდან არანაირი რეაგირება არ ხდება. ჩვენ გვაქვს უდიდესი რესურსი ინფორმაციული კუთხით, თუმცა ხელისუფლება ამას რატომღაც არ იყენებს.

ეს პროცესი საკმაოდ ფართომასშტაბიანია, და ოთხივე რეგიონს ეხება, დაწყებული მაღალმთიანი რაჭიდან, დასრულებული თუსოს ხეობამდე,“ - ამბობს ქაცარავა Cnews- თან.

როგორც „ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერი პროგნოზირებს, ოკუპანტებს ახლა ხელსაყრელი მომენტი აქვთ. მისივე მოსაზრებით, ისინი პირდაპირ აფიქსირებენ, რომ მოქმედებას უპრობლემოდ განახორციელებენ, ვინაიდან მეორე მხრიდან შემწინააღმდეგებელი არავინაა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა