ჯანდაცვის მინისტრი ნათია თურნავას დაუპირისპირდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე

სულ ნახვები : 18,500
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა ფაქტობრივად, ნათია თურნავას გუშინდელი გამოსვლა "ჩამარხა".

გუშინდელ მთავრობის სხდომაზე, ეკონომიკის მინისტრმა ეკონომიკის მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ტურიზმის განვითარება დაასახელა და ვრცლად ისაუბრა სამთო კურორტების განვითარების პერსპექტივაზე, მათ ხელშეწყობაზე და სეზონზე მათმა ამუშავებამ რა აღმავლობა მოუტანა ქვეყანას. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა სამთო კურორტების თემა პირდაპირ მიაბა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავებას ქვეყანაში და მონიტორინგი გამოაცხადა მათზე.

"ეპიდსიტუაციამ უჩვენა, რომ განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სამთო კურორტებზე. ამიტომაც ყველამ განურჩევლად უნდა იხმაროს პირბადე.

დამატებითი შეზღუდვები და რეგულაციები არ იქნება შემოტანილი, გრძელდება მონიტორინგი, სადაც შემთხვევებს დავაკვირდებით.

არ მაქვს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი არის დაჯარიმებული არ ტარების გამო. მკაცრად ვაკონტროლებთ ყველაფერს უკვე" - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა