ექსკლუზივი: ევროკავშირის ოფისში გამართული მოლაპარაკებების არაოფიციალური დეტალები

სულ ნახვები : 9,958
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

CNews-ი ექსკლუზიურად გთავაზობთ 30 მარტს, თბილისში, ევროკავშირის ოფისში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების არაოფიციალურ დეტალებს.

მედიატორმა მხარებს მოლაპარაკებების განსხვავებული ფორმატი შესთავაზა.

ისინი სხვადასხვა სამუშაო ოთახებში გადაანაწილეს. ბატონი დანიელსონი მათ ცალ-ცალკე აცნობდა შემუშავებულ დოკუმენტს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ან მასთან დაკავშირებული რომელიმე ფონდის მიერ, ნიკა მელიას გირაოს გადახდის საკითხი შეხვედრაზე არ გაჟღერებულა.

სამუშაო ოთახში შესვლის წინ, მის ყველა მონაწილეს თავაზიანად სთხოვეს ტელეფონების დაცვასთან დატოვება, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარეს - არჩილ თალაკვაძეს.  

CNews-ის ინფორმაციით, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს ჰქონდა ტელეფონი, რამაც მედიატორების უკმაყოფილება გამოიწვია. მან ტელეფონის დაცვისთვის დაბრუნებაზე უარი განაცხადა.

როგორც გაირკვა, კობახიძემ დაცვას კატეგორიულად მოსთხოვა მისთვის მობილური ტელეფონის გადაცემა, რამაც დამატებითი უხერხულობები შექმნა ევროკავშირის მისიის თანამშრომლებისთვის.

CNews-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ მას შემდეგ რაც კობახიძემ მობილური ტელეფონი „დაიბრუნა“, მას მედიატორების მიერ მხარეებისთვის წარდგენილ საკითხებზე მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა „დაუდგენელ“ პირთან ან პირებთან.

როგორც CNews-ს განუცხადეს, ბატონი დანიელსონი შეურაცხყოფილი დარჩა ამ საქციელით და მთლიანად „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებით მოლაპარაკებების პროცესისადმი, მისი მეორე ვიზიტის ფარგლებში.

„მისთვის ნათელი გახდა, რომ ხელისუფლებას შეთანხმების არანაირი სურვილი და მზადყოფნა არ ქონდა“, - აცხადებს ინფორმირებუყლი წყარო.

ამის შემდეგ დანიელესონი, ელჩი ჰარცელი და ელჩი დეგნანი ვიდოთვალის მეშვეობით ესაუბრნენ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ უკიდურესაც შეურაცხყოფილია ხელისუფლების დამოკიდებულებით პროცესისადმი.

როგორც ირკვევა, ელჩებმა, ბატონ მიშელს განუცხადეს, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულად ეკიდება საკითხს და მათი მხრიდან შეთანხმების გაფორმებას, თუნდაც სამ პუნქტზე ხელმოწერით და ორ პუნქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დანიშვნით, პრობლემას ვერ ხედავენ. თუმცა „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სამ პუნქტში გაწერილ საკითხებს ისინი ყოველგავრი შეთანხმების გარეშე, თავად გადაწყვეტენ, რაც რელურად მედიაციის მეორე რაუნდის კრახის დემონსტრირებაა.  

როგორც CNews-ს განუცხადეს, მოსმენილმა ინფორმაციამ და შექმნილმა ვითარებამ ბატონი მიშელის რამდენიმე, საკმაოდ არადიპლომატიური რეპლიკა გამოიწვია, რასაც ელჩი ჰარცელის განმარტება მოყვა, რომ იგი იმთავითვე სკეპტიკურად იყო განწყობილი პროცესისა და ხელისუფლების კონსტრუქციულობის მიმართ.

ასევე ირკვევა, რომ შექმნილ ვითარებას ელჩი დეგნანის საკმაოდ მწვავე შეფასებები მოყვა ევროკავშირის მიერ წარმართული პროცესისა და საქართვლოს ხელისუფლების მიმართ ლოიალური დამოკიდებულების გამო.

ელჩმა დეგნანმა პირდაპირ განუცხადა შარლ მიშელს, რომ თუ ევროკავშირის უახლოეს პერიოდში ვერ მოახერხებს კრიზისის განმუხტვას, სახელმწიფო დეპარტამენტი დაიწყებს მოქმედებას შესაბამისი გეგმის მიხედვით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა