ნიკა მელია - ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაშინება ზეწოლით და დაჭერის შანტაჟით შეუძლებელია

სულ ნახვები : 66
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ის, რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ,,სასამართლო პროცესზე" ხდება, უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების!”, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძისა და ავთო წერეთლის სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.

მელიას თქმით, ლელო აუცილებლად განვითარდება და გაძლიერდება, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილმა და აუცილებლად იქნება ძლიერი პროდასავლური სპექტრის ძალიან ღირსეული წევრი.

ის, რაც მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ,,სასამართლო პროცესზე" ხდება, უსინდისო და თავზეხელაღებული პოლიტიკური დევნაა ოპოზიციის გამორჩეული ლიდერების! ეს ადამიანები ახლოს სულ ცოტა ხნის წინ გავიცანი, მაგრამ ეს პერიოდიც საკმარისია, რომ ვხედავდე - ზეწოლით, დაჭერის , შანტაჟით მათი დაშინება შეუძლებელია!

მათ სწამთ თავის საქმის და თავის პოლიტიკური ხედვის. ბოლო არჩევნებზე ჩვენ ერთ კოალიციად გამოვედით თბილისში, იმიტომ რომ მეც და მათაც გვჯეროდა და ახლაც გვჯერა - რეჟიმის დამარცხების გასაღები მრავალფეროვან ერთობაშია! ახლაც ასე მჯერა - ლელო აუცილებლად განვითარდება და გაძლიერდება, რაც არ უნდა მოიმოქმედოს ივანიშვილმა და აუცილებლად იქნება ძლიერი პროდასავლური სპექტრის ძალიან ღირსეული წევრი!

პირადად მამუკას და ბადრის კი ჩემი მეგობრული თანადგომა! პს. ცალკე ვიტყვი ავთო წერეთელზე. ურთულესი და სარისკოა დღეს თავისუფალი და კრიტიკული მედიის დაცვა და ხელშეწყობა - მადლობა მას, რომ პირადი რისკის ფასად ამას აკეთებს!“, - წერს მელია.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს, - ამის შესახებ თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ განაცხადა. ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები