გიორგი ფხაკაძე: „მაინც და მაინც უნდა დავთვრე და დაგვთვალოთ?“

სულ ნახვები : 6,778
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ამირან გამყრელიძეს არ არის აცრილი. გიორგი ფხაკაძე ამჯერად შვეიცარიიდან გვერთვება და ამტკიცებს, რომ ვინც ჩინური ვაქცინით ცრის, ის ექიმი უნდა დაიჭირო და ლიცენზია ჩამოართვა.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძე ერთ-ერთი პირველი აიცრა „სინოფარმის“ ვაქცინით.

გიორგი ფხაკაძე: „რაც არ უნდა გავაკეთო, მაინც მლანძღავენ! კითხვას ვსვამ - მლანძღავენ! პასუხს ვცემ - მლანძღავენ! მაინცა და მაინც უნდა დავთვრე და დაგვთვალოთ?! „პფაიზერის“ ვაქცინის ვადა არის წარმოებიდან 9 თვე ძლიერ მაცივარში, ჩვეულებრივ მაცივარში - 31 დღე.

არის აბსოლუტურად უსაფრთხო. კვლევები ჩატარებულია და „პფაიზერის“ გარდა არც ერთი ვაქცინა არ არის ეფექტური.

ხომ ხართ მეიმედეები და მეზღაპრეები და აჰა!

ვინც ჩინური ვაქცინით იცრება - „სინოვაკით“ ან „სინოფარმით“, ის ექიმები ყველა უნდა დაიჭირო.

როგორ შეიძლება მედიკოსი ასეთიუცოდინარი, ასეთს ლიცენზია უნდა ჩამოერთვას. ვაი თქვენს პატრონს!

თქვენს განათლებას და ლიცენზიას! ხომ მისმენთ ახლა ბატონი ვარდოს სასტავი? ვინც არ ხართ აცრილები დღეს, თქვენ ყველა, უკლებლივ დაინფიცირდებით! ცხოვრება ძალიან მოკლე გექნებათ!

ვინც ხართ აცრილი ჩინური ვაქცინებით, თქვენ აცრილები არ ხართ. ამიტომ სასწრაფოდ აიცერით თავიდან „პფაიზერით“ - აცხადებს გიორგი ფხაკაძე შვეიცარიის მთებიდან

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები