ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა სწორხაზოვნად, არამედ ყველა მიმართულებით ორგანიზებულად - მიხეილ სააკაშვილი

სულ ნახვები : 217
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,მინდა მივმართო "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ჯგუფებს, ზოგადად აქტივისტებს სხვადასხვა აფილაციით. ყველგან არის ასეთი უსამართლობა. მე რომ გარეთ ვიყო ყველგან მივიდოდი, თუმცა ახლა ჩემს მაგივრად, პარტიის ლიდერები მზად არიან, ყველგან ჩამოვიდნენ” - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხილ სააკაშვილი დღეს, 11 იანვარს ოზურგეთში განვითარებულ მოვლენებს.

Სააკაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდის წარმომადგენელ ადგილობრიოვ პოლიტიკოსებს სულაც არ მოსწონთ ,,ქართული ოცნების” პოლიტიკა და თუ სახალხო პროტესტი იქნება უწყვეტი და ხალხი თავის სათქმელს იტყვის, ეს ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს.

,,წინასაარჩევნოდ, ოზურგეთი-ჩოხატაურის გზა ტრაქტორებით გადათხარეს. მას შემდეგ, ადგილზე არც ტრაქტორები გამოჩენილა, არც მუშები, ბიუჯეტიდან კი მილიონობით ლარი გაქრა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს დაცინვა ხალხთან ერთად გააპროტესტა. მთავრობამ კი, იმის მაგივრად, რომ დაინტერესებულიყო, რატომ არ გაკეთდა გზა და სად გაქრა ფული, დაიჭირა აქტივისტები. თანამდებობის პირებს აქვთ საკმარისი უფასო საწვავი და ოზურგეთში შემოვლითი გზით დადიან. მათ ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ. სწორედ ასეთი აქციებით უნდა დავუდგეთ წინ უსამართლობას.

მინდა მივმართო "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ჯგუფებს, ზოგადად აქტივისტებს სხვადასხვა აფილაციით. ყველგან არის ასეთი უსამართლობა. მე რომ გარეთ ვიყო ყველგან მივიდოდი, თუმცა ახლა ჩემს მაგივრად, პარტიის ლიდერები მზად არიან, ყველგან ჩამოვიდნენ, მაგრამ თქვენ, ვინც ხართ ადგილზე, ყოველდღე უნდა იყოთ გარეთ, სიცივემ და ზამთარმა ჩვენ არ უნდა შეგვაჩეროს. ყველგან დავაყენოთ საკითხები უსამართლობის წინააღმდეგ. ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა მუშაობდეს, ძლიერდებოდეს გადამწყვეტი დარტყმებისთვის. კორუფციასა და ოლიგარქატზე სწორედ ასეთი აქციებით გავიმარჯვებთ.

მეორე მხრივ, მუდმივად უნდა ვამუნათებდეთ ადგილობრივ სახელმწიფო მოხელეებს. ზუსტად ვიცი, რომ მათ ნაწილს მაინც არ მოსწონს გულში ეს ყველაფერი და თუ ღიად ვერ ამბობენ, რაღაც სხვა ფორმით მაინც უნდა შეუშალონ ხელი უსამართლობას”, - აცხადებს სააკაშვილი.

Მისივე თქმით ვადამდელი არჩევნების ერთადერთი გზა არის დაუღალავი ბრძოლა.

,,რაც შეეხება უსამართლობას, ყველგან ჭამენ ჩვენს ფულს - სადღაც სკოლა არ დაამთავრეს, სადღაც გზა, სადღაც ბაღი და ყველგან ფულია მოპარული. არაფერი არ უნდა გავატაროთ, ყველაფერზე უნდა ამოვიღოთ ხმა. რა არის რეჟიმის ტაქტიკა - დაგვყოს, დაგვაქუცმაცოს, დაგვაშინოს, დაგვაბნიოს... აქტივისტები გამოხშიროს, პროვოკაციაზე წამოაგოს.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ არა სწორხაზოვნად, არამედ ყველა მიმართულებით ორგანიზებულად, მშვიდობიანად, შემტევად. ასე მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებში რეჟიმისა და ჩვენი რეალობის ცვლილებას!”, - აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს ოზურგეთში ,,ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს ორი წევრი დააკავეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა