ჯანდაცვის მინისტრი დევნილებს ხვალ შეხვდება

სულ ნახვები : 219
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, დევნილებთან შესახვედრად ჯადაცვის მინისტრი არ მივიდა და მის ნაცვლად სამინისტროს წარმომადგენელი, დავით ფაცაცია გააგზავნა, რასაც დევნილების პროტესტი და კიდევ უფრო გაღიზიანება მოჰყვა. მათი განცხადებით, სამინისტროს წარმომადგენელმა ისევ და ისევ იგივე გზავნილები გააჟღერა, რაც რამდენიმე დღის წინ.

,,ეს ბატონი, რომელიც ამობრძანდა, იგივეს იმეორებს, რასაც აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი სახსრებით მოვძევნოთ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები”, - აცხადებენ დევნილები.

მათივე თქმით, პროტესტის კიდევ უფრო მეტად გამძაფრების შემდეგ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალ 12 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრთან 7 ადამიანს შეეძლება შესვლა და საუბარი.

დევნილების თქმით, თუ არ მოხდება მათი საცხხოვრებელი ფართებით დაკამაყოფილება და სამინისტრო კვლავ დარჩება საკუთარ პოზიციაზე, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართავენ.

,,ხვალ ეს ადამიანები რომ შეხვდებიან ბატონ მინისტრს, დანარჩენი ადამიანები ვიდგებით ქცემოთ და თუ არ დაკმაყოფიულდება მოთხოივნები, შევალთ კარვებში და დავიწყებთ შიმშილობას”, - აცხადებენ დევნილები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა